logo
ENG



ენმ უკრაინაში გენოციდის აღიარების თაობაზე პარლამენტში დადგენილებას არეგისტრირებს

26 აპრ 202212:18
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობა უკრაინაში გენოციდის აღიარების თაობაზე პარლამენტში დადგენილებას არეგისტრირებს.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, დადგენილება იქნება პოლიტიკური შეფასება - ბუჩაში ნანახმა დაარწმუნა თუ არა ქართული ოცნება, რომ უკრაინაში ნამდვილად არის გენოციდი.

"მაშინ, როდესაც ევროპული ქვეყნის არაერთმა პარლამენტმა მიიღო დადგენილება უკრაინაში გენოციდის აღიარების თაობაზე, ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ადგილზე იყო ჩასული და ნახა, როგორ არის დახვრეტილი ხალხი, ხელებშეკრული ფეხმძიმე ქალები, ბავშვები, ვერ ბედავს თქვას, რა მოხდა სინამდვილეში.

აქედან გამომდინარე, დღეს ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში არეგისტრირებს დადგენილებას გენოციდის აღიარების თაობაზე უკრაინაში. ეს უნდა გახდეს მორიგი ლაკმუსის ქაღალდი ბიძინა ივანიშვილისთვის, შალვა პაპუაშვილისთვის. ეს ბუნებრივია, არ იქნება იურიდიული და სამართლებრივი დეტალების გამორკვევის პროცესი, ეს იქნება პოლიტიკური შეფასება - ან კი ან არა. ბუჩაში ნანახმა ან დაარწმუნა ქართული ოცნება, რომ იქ ნამდვილად არის გენოციდი, ან ისინი ამ ყველაფერს უარყოფენ- თქვა მელიამ.


close დახურვა