logo
ENG



ენმ ქუთაისის მერიას ტენდერის ივანიშვილითან დაახლოებულ პირზე მორგებაში ადანაშაულებს

29 აპრ 202012:46
3 წუთის საკითხავი
 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისის მერიის მიერ ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში, ინდმეწარმე ბესიკ ივანაშივილის უკონკურენტო მონაწილეობას აპროტესტებს.

პარტიაში ამბობენ, რომ ინდმეწარმე ბესიკ ივანაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მეზობელია და მასზე ხდება დაახლოებით 600 ათას ლარიანი ტენდერის მორგება.

„ჩვენ მოვითხოვთ ქუთაისის მერიისაგან, სასწრაფოდ შეწყვიტოს ეს ტენდერი, რადგან ეს არის კანონდარღვევით ჩატარებული და უფრო მეტიც, ქუთაისის ანტიკრიზისული ბიუჯეტი სასწრაფოდ შემოიტანოს საკრებულოში, სადაც სავსებით შესაძლებელია 5 მილიონამდე ლარის გამოთავისუფლება „ქართული ოცნების“ კომფორტზე გაწერილი ხარჯებისა და სხვა უაზრო ხარჯებისგან და ეს თანხები მივმართოთ გაჭირვებულ ქუთაისელთა დასახმარებლად“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიგა შუშანიამ.

თავად ბესიკ ივანაშვილი სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ მან მერიის სატენდერო მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, რის გამოც ტენდერს გამოეთიშება.


close დახურვა