logo
ENG



ენტონი ბლინკენი დარწმუნებულია, რომ უკრაინა რუსეთთან ომს მოიგებს

05 მარ 202214:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/05/tidbfi5o1exm71o.jpg

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დარწმუნებულია, რომ უკრაინა რუსეთთან ომს მოიგებს. ამის შესახებ ის BBC-ს ესაუბრა.

ბლინკენმა ხაზი გაუსვა უკრაინელი ხალხის "განსაცვიფრებელ სიმტკიცეს".

"თუ მოსკოვი აპირებს, რომ რაიმენაირად დაამხოს მთავრობა და თავისი მარიონეტული რეჟიმი შექმნას, 45 მილიონი უკრაინელი ამას შეეწინააღმდეგება", - თქვა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივანი ამბობს, რომ საერთაშორისო საზოგადოება მზადაა, გააკეთოს ყველაფერი, რათა დაეხმაროს უკრაინას, ამასთან "მტანჯველი ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე", რათა მან შეწყვიტოს ომი, რომელიც პუტინმა დაიწყო.

კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა, რომ უკრაინა შეძლებს გამარჯვებას, ბლინკენმა უპასუხა: "დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა".

"ვერ გეტყვით, რამდენ ხანს გაგრძელდეს ეს. ვერ გეტყვით, რამდენი დრო დასჭირდება. ის აზრი, რომ რუსეთს შეუძლია თავის ნებას დაუმორჩილოს 45 მილიონი ადამიანი, ვინც იბრძვის ისეთი მომავლისა და თავისუფლებისთვის, სადაც უკრაინა რუსეთის გავლენის ქვეშ არ იქნება, მრავლისმთქმელია", - ამბობს ბლინკენი.


close დახურვა