აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
"სახელმწიფო მდივანი სრულად ვაქცინირებულია, ვირუსის წინააღმდეგ გაკეთებული აქვს ბუსტერიც და მხოლოდ მსუბუქ სიმპტომებს განიცდის", - განაცხადა პრაისმა.
ენტონი ბლინკენი შაბათს კორესპონდენტების ვახშამს დაესწრო, სადაც ჯო ბაიდენიც იმყოფებოდა, თუმცა თეთრი სახლის სპიკერი, ჯენ პსაკი ამბობს, რომ სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტი რამდენიმე დღეა არ შეხვედრილან, ამიტომაც ახლო კონტაქტებად არ მიიჩნევიან.