logo
ENG



ეპანეთმა და ავსტრიამ საკარანტინო ზომების შემსუბუქება დაიწყეს

02 მაი 202017:26
3 წუთის საკითხავი
 

ესპანეთში 7-კვირიანი აკრძალვის შემდეგ მოსახლეობა სავარჯიშოდ გარეთ პირველად გავიდა. ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მკაცრი საკარანტინო ზომების შემსუბუქება ხელისუფლებამ გასულ კვირას დაიწყო და ქუჩაში გასვლის უფლება ჯერ ბავშვებს მისცა. დღეიდან კი გარეთ სავარჯიშოდ გასვლის და ველოსიპედებით სეირნობის ნება ზრდასრულებსა და ასაკოვნებსაც დართეს, თუმცა საათები მკაცრადაა განსაზღვრული. გარეთ ვარჯიში მოქალაქეებს დილის 6-დან 10 საათამდე და საღამოს 8-დან 11 საათამდე შეუძლიათ. ესპანეთში,  ბოლო მონაცემით, კორონავირუსმა 24 824 ადამიანი იმსხვერპლა. 

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული საკარანტინო ზომების შემსუბუქება დაიწყო ავსტრიამაც. დღეიდან მუშაობა განაახლა ბიზნესის სექტორმა. გაიხსნა სილამაზის სალონები, თუმცა მკაცრად განსაზღვრულია დისტანციის წესების და ჰიგიენის ნორმების დაცვა. კლიენტების და თანამშრომლებისთვის დამცავი ნიღბის ტარება სავალდებულოა. ავსტრიაში 15 მაისიდან გაიხსნება რესტორნები, სასტუმროები კი მუშაობას თვის ბოლოს განაახლებენ. ბოლო მონაცემით ავსტრიაში კორონავირუსმა 589 ადამიანი იმსხვერპლა, საერთო ჯამში კი დაინფიცირების 15 531 შემთხვევაა დადასტურებული. 


close დახურვა