logo
ENG



ეპიდემიოლოგი კორონავირუსზე: ყველამ აღიარა, რომ ახალი შემთხვევები იქნება

11 მარ 202022:27
3 წუთის საკითხავი
 

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ ეპიდემიოლოგმა გიორგი კამკამიძემ განაცხადა, რომ საქართველოში არსებულ კლინიკებს აქვთ პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია კორონავირუსზე გამოკვლევები ჩატარდეს.

კამკამიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსზე უნდა გაფართოვდეს დიაგნოსტიკა.

„პირველ რიგში, უნდა გაფართოვდეს ის სამედიცინო სერვისი, რომელიც, როგორც ჩანს, ამ დინამიკიდან გამომდინარე დაგვჭირდება. იქნება ახალი შემთხვევები, ეს უკვე ყველამ აღიარა. შესაბამისად, ყველა მიმართულებით უნდა იყოს მზადება. ერთ-ერთი, რაზეც მე მივმართე არის დიაგნოსტიკის გაფართოება. არ არის ეს საკითხი მოგვარებული. გარდა ლუგარის ცენტრისა, ეს კვლევები არ ტარდება. არის კერძო ლაბორატორიები, მაგრამ ეს არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რომელიც შეესაბამება სიტუაციას.

თავიდანვე შეიქმნა წარმოდგენა, რომ რადგან ლუგარის ლაბორატიაში ტარდება მხოლოდ კვლევები, ეს განსაკუთრებით საშიში ინფექცია. ამიტომ მედიაში ეს განმარტება იყო საჭირო. კლინიკებში არსებობს ასეთი ლაბორატორიები, რომლებიც შესაძლებელია გამოვიყენოთ კორონავირუსის დიაგნოსტიკისთვის“, - განაცხადა კამკამიძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელება გლობალურ პანდემიად ოფიციალურად გამოაცხადა.

საქართველოში ამ დროისთვის ოფიციალურად კორონავირუსით 24 პირია დაინფიცირებული.


close დახურვა