logo
ENG



ეპიდსიტუაცია საქართველოში - გარდაბანი შეიძლება ჩაიკეტოს

20 ივლ 202020:33
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსს კიდევ ერთი, მე-16 ადამიანი ემსხვერპლა. ხვალიდან კი, შესაძლოა, გარდაბანი ჩაიკეტოს - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარდაბანში ეპიდემიური ვითარება საყურადღებოა და ხვალიდან ორ სოფელში გაფართოებული ტესტირება დაიწყება. ამ ორ დასახლებაში კორონავირუსის ბოლო 20 შემთხვევაა დადასტურებული.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1039 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 900 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 16 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5534 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 267 პირი.


close დახურვა