logo
ENG



ეპიდსიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, გამყრელიძე არჩევნებზე კონსულტაციებს აანონსებს

16 ივნ 202011:49
3 წუთის საკითხავი
clock 603
hq8p3nsebx7lrq3.jpg

კოვიდ 19-ის პანდემიასთან დაკავშირებით ქართულ-სომხურ ურთიერთობებში მცირეხნიანი გაუგებრობა, კიდევ ერთხელ წამოწიეს შეხვედრაზე, რომელიც ატლანტიკურმა საბჭომ კავკასიაში პანდემიის მართვასთან დაკავშირებით მოაწყო.

ამირან გამყრელიძემ, რომელიც ამ შეხვედრის ერთ-ერთი პანელისტი იყო, თქვა, რომ თბილისს ერევნთან საუკეთესო ურთიერთობა აქვს და ერთმანეთს მუდმივად ეხმარებიან. სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის გამონათქვამი კი გამყრელიძის თქმით „პატარა გაუგებრობა“ იყო.

გამყრელიძეს ჰკითხეს არჩევნების გადადების თემაზეც. ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ საქართველოს წარმატება პანდემიასთან ბრძოლაში, ჯანდაცვის სისტემის ადრეული მომზადება და დაავადების მრავალსექტორული მართვა იყო.

„ეს წელი პოლიტიკურად მნიშვნელოვანია. ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია. ეს რესპირატორული დაავადებებეის სეზონონია, რომელიც 2 ოქტომბრიდან ან ნოემბრიდან იწყება. თუკი წელს გრიპი და კორონას მეორე ტალღა ერთმანეთს დაემთხვევა, ვითარება გაცილებით რთული იქნება. თუკი ეპიდსიტუაცია იქნება იმის მსგავსი, რომელიც ახლა გვაქვს და ამას შემოდგომაზეც შევინარჩუნებთ, არ იქნება პრობლემა არჩევნების და სწავლის განახლების მხრივ. თუკი ეპიდვითარება იქნება ბევრად უარესი, რასაც ახლა სამხრეთ ამერიკაში და სხვაგან ვხედავთ, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს დამატებით იქნება განხილული პოლიტიკურად, პარტიებს და მთავრობას შორის, მომავალი ნაბიჯების გადასაწყვეტად. ახლანდელ სიტუაციაში არჩევნებთან დაკავშირებით პრობლემა არ გვაქვს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც ჟურნალისტმა ჯოშუა კუჩერამ შეხვედრაზე განაცხადა, სომხეთმა კორონავირუსთან ბრძოლაში რეაქციები დააგვიანა.

„სომხეთში პოლიტიკური პრობლემა მთავრობის რადიკალურ მიდგომას უკავშირდებოდა. პირველად მათ შენელებით უპასუხეს ეპიდემიის დასაწყისს. ადრეული შემთხვევები იტალიიდან ჰქონდათ. როდესაც საქართველომ საზღვარი იტალიასთან დახურა, სომხეთმა ეს 9 დღის დაგვიანებით გააკეთა. ამ დროს მათ ჰყავდათ 2 ადამიანი, რომელმაც ფართოდ გაავრცელა. საქართველოს მხრიდან ადრეულმა მიდგომამ, ადრევე გვიჩვენა განსხვავებები საქართველოს და სომხეთის მიდგომებს შორის. მე საქართველოში ვარ. აქ ხალხს აქვს განცდა, რომ თუ რამეს ხსნიან, უსაფრთხოა მისი გახსნა და თუ რამეს კეტავენ, ეს ასე უნდა იყოს. მე ვიცი აქ ხალხი, თებერვალშიც კარანტინში იყვნენ“, - განაცხადა კუჩერამ.

სამოქალაქო აქტივისტის არზუ გეიბულას თქმით კი, აზერბაიჯანმა პანდემია ოპოზიციის უფლებების შესაზღუდად გამოიყენა.

„აზერბაიჯანში ვნახეთ დაკავებების, დაპატიმრებების და დაშინებების მომატებული რაოდენობა. ევროპის საბჭოს მონაცემებით ათამდე ჟურნალისტია დაკავებული. სოციალური მედიის რამდენიმე აქტივისტი „კარანტინის რეჟიმის“ დარღვევაში დაადანაშაულეს. ასევე ვნახეთ შეტევები პოლიტიკურ პარტიებზე. ვნახეთ ციფრული შევიწროვების საინტერესო შემთხვევები, ოპოზიციური პარტიის ლიდერს ინტერნეტი შეუწყვიტეს და მობილური ქსელი გაუთიშეს. ეს მოხდა 15 წუთით ადრე, როდესაც ამერიკელ ჟურნალისტთან ლაივ ინტერვიუ უნდა ჰქონოდა“, - აღნიშნა აქტივისტმა.

 


close დახურვა