logo
ENG



ეპისკოპოსი ხაჩიძე: თუ უკრაინაში რუსული ბოროტების მანქანა არ შეჩერდა, ხვალ ჩვენი რიგი იქნება

04 აპრ 202221:04
3 წუთის საკითხავი
 
ეპისკოპოსი ხაჩიძე: თუ უკრაინაში რუსული ბოროტების მანქანა არ შეჩერდა, ხვალ ჩვენი რიგი იქნება

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) აცხადებს, რომ ბუჩაში დატრიალებული ტრაგედია 21-ე საუკუნეში არსებული ფაშიზმის და ნაციზმის შედეგია.

როგორც ეპისკოპოსი აღნიშნავს, თუ უკრაინაში რუსული ბოროტების მანქანა არ შეჩერდება, ხვალ ჩვენი და სხვა ქვეყნების რიგი დადგება. 

"შეუძლებელია იმ ტრაგედიის აღწერა, რომელიც ბუჩაში დაატრიალეს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა. ესაა ჩვენს თვალწინ, ოცდამეერთე საუკუნეში არსებული ფაშიზმისა და ნაციზმის შედეგები. ამ ყველაფრის ჩამდენებსა და მხარდამჭერებს შეუძლებელია რაიმე საერთო ჰქონდეთ არათუ ქრისტიანობასთან, არამედ ნებისმიერ ადამიანურ თვისებასთანაც კი. ეს რუსული საოკუპაციო ძალების ხელწერაა. მათ იგივე გააკეთეს აფხაზეთში, სამაჩაბლოში, ჩეჩნეთსა და სირიაში, იგივეს აკეთებენ ახლა- უკრაინაში და იგივეს გააკეთებენ ხვალ-სხვაგან.

თუკი დღეს, უკრაინაში არ შეჩერდება რუსული ბოროტების მანქანა, ხვალ ჩვენი და სხვა ქვეყნების რიგი დადგება და ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ მის სამშობლოში შესული რუსული ჯარები ბუჩასგან განსხვავებულად მოიქცევიან. უკრაინა არაა დამნაშავე, უკრაინა არ ისჯება ცოდვებისთვის, ეს რუსული საოკუპაციო ჯარები არიან, რომლებიც საკუთარი ცოდვების სხვებზე გადაბრალებით ცდილობენ გამართლებას. ნუ ავყვებით მტრის პროპაგანდას და ვილოცოთ, რომ უკრაინასა და საქართველოში მალე დასრულდეს რუსული ოკუპაცია", - წერს ეპისკოპოსი.

უსმა სამხედროებმა მხოლოდ ბუჩაში 300-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. დაღუპულების დიდი ნაწილი მასიურ სასაფლაოზე იპოვეს, ნაწილი კი ქალაქის ქუჩებში.


close დახურვა