ერაყში „ბალადის“ სამხედრო ბაზას, სადაც აშშ-ის სამხედრო ძალებია განთავსებული, 7 ბომბი დაეცა, რის შედეგადაც 4 ერაყელი ჯარისკაცი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, ბომბები საჰაერო ბაზას დაეცა, რომელიც ბაღდადიდან 80 კილომეტრის დაშორებითაა განთავსებული.