ერგნეთის მოსახლეობა აფთიაქების, მაღაზიებისა და პურის საცხობის გარეშეა დარჩენილი. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში“ აცხადებენ, რომ პანდემიის პირობებში ერგნეთში ცხოვრება გართულდა.
მოსახლეობას უჭირს საკვებ პროდუქტებისა და მედიკამენტების შეძენა. სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებს არ აქვთ ინტერნეტთან წვდომა, რაც მათთვის დისტანციურ სწავლებას ართულებს.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორი უჩა ნანუაშვილი თვლის, რომ ანტიკრიზისული გეგმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირთათვის აუციელებელად უნდა გადაიხედოს.
„მოსახლეობა მედიკამენტების შეძენას ვერ ახერხებს, მოქალაქეებს არ აქვთ მაღაზიებით სარგებლობის საშუალება, არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე. განათლებასა და ჯანდაცვაზე წვდომა აქვთ შეზღუდული, მთავრობამ ანტიკრიზისულ გეგმაში უნდა გაითვალისწინოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა საჭიროებები", - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.