logo
ENG



ერდოღანი აცხადებს, რომ ავღანელ მიგრანტებზე პასუხისმგებლობა ევროპამ უნდა აიღოს

20 აგვ 202109:52
3 წუთის საკითხავი
 
ერდოღანი აცხადებს, რომ ავღანელ მიგრანტებზე პასუხისმგებლობა ევროპამ უნდა აიღოს

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ავღანელ მიგრანტებზე პასუხისმგებლობა ევროპამ უნდა აიღონ და თურქეთი არ აპირებს, "მიგრანტების ევროპული საცავი" გახდეს. 

მას შემდეგ, რაც თალიბანმა ქაბული აიღო, ათასობით ადამიანი ავღანეთის დატოვებას ცდილობს, რათა ისლამური კანონების მკაცრს ინტერპრეტაციებს, დევნასა და შურისძიებას გაექცეს. 

ათასობით ადამიანი თურქეთში გადავიდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა თალიბები ქაბულისკენ მიიწეოდნენ.

მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროპამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მან დაამატა, რომ ანკარამ უკვე დაიწყო მოქმედება და ირანთან საზღვარზე, რომელიც ავღანელი მიგრანტებისთვის მნიშვნელოვანი მარშრუტია, კედლის მშენებლობა დაიწყო.

20-წლიანი ომის შემდეგ აშშ-მ ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დაიწყო. ამის პარალელურად თალიბანმა გაძლიერება და ჯერ პროვინციების აღება დაიწყოს, ბოლოს კი, 15 აგვისტოს ქაბულშიც შევიდა. 

აშშ-ს და სხვა ქვეყნებს მოქალაქეების ევაკუაცია უკვე დაწყებული ჰქონდათ, თუმცა თალიბებმა ქაბული იმაზე უფრო მალე აიღეს, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. ქაოსისას და აეროპორტის გადატვირთულობის გამო, პირველ დღეებში ევაკუაცია რთულდებოდა. ქვეყნების დატოვების მსურველი ავღანელები პირდაპირ თვითმფრინავებზე ხტებოდნენ.

დასავლეთის ქვეყნის ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი არ მიატოვებენ იმ ავღანელებს, რომლებიც მათზე მუშაობდნენ. ამასთან, მოუწოდებენ, თალიბანს, რომ ქვეყნის დატოვების მსურველებს ხელი არ შეუშალონ. 

ავღანეთში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეებიც. ახლა აეროპორტამდე მისასვლელ გზას თალიბანი აკონტროლებს, ისინი ყველა მანქანას ჩხრეკენ. თალიბანი ირწმუნება, რომ ევაკუაციას ხელს არ შეუშლიან. 


close დახურვა