logo
ENG



ერდოღანი აცხადებს, რომ ხვალ პუტინსა და ზელენსკის ტელეფონით ესაუბრება

29 მაი 202216:29
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/29/9flud3jyadd5qjw.jpg

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ  ხვალ, 30 მაისს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ტელეფონით ისაუბრებს.

ერდოღანის თქმით, მას სურს, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, თუმცა მისი თქმით, სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება.

თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის მხარეებს მოუწოდებს კონფლიქტი დიპლომატიისა და დიალოგის გზით გადაჭრან. 

„ორშაბათს მე მექნება სატელეფონო დიალოგი ორივესთან რუსეთთან და უკრაინასთან. ჩვენ ვაგრძელებთ ორივე მხარისთვის მოწოდებას, რომ გამოიყენონ დიალოგისა და დიპლომატიის გზები“ - განაცხადა ერდოღანმა.


close დახურვა