logo
ENG



ერდოღანი და პუტინი 4 სექტემბერს ერთმანეთს სოჭში შეხვდებიან

01 სექ 202316:51
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/01/hth28le1cif4ujt.jpg

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები 4 სექტემბერს სოჭში შეხვდებიან ერთმანეთს.

ამ კვირის დასაწყისში თურქეთის მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ სექტემბრის დასაწყისში ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა იგეგმებოდა. აღინიშნებოდა, რომ მომავალ შეხვედრაზე განიხილება შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობის შესაძლო განახლება ან ამ შეთანხმების ალტერნატივა.

პარასკევს პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მოლაპარაკებების ზუსტი თარიღის შესახებ განაცხადა:

"მოლაპარაკებები ორშაბათს გაიმართება, სოჭში შუა დღეს".

მარცვლეულის შეთანხმების დასრულების შემდეგ ეს თურქეთისა და რუსეთის ლიდერების პირველი შეხვედრა იქნება.


close დახურვა