logo
ENG



ერდოღანი იდლიბის პროვინციაში სამხედრო ოპერაციის ჩატარებით იმუქრება

31 იან 202018:03
3 წუთის საკითხავი
 
ygxkmuwmf87qmbf.jpg

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი იდლიბის პროვინციაში სამხედრო ოპერაციის ჩატარებით იმუქრება.

ანკარაში სიტყვით გამოსვლის დროს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ რეგიონში ვითარება დაუყოვნებლივ არ გამოსწორდება, სამხედროები შეტევას დაიწყებენ.

რუსეთისა და სირიის სამთავრობო ძალების განახლებული დაბომბვების ფონზე სირიის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონები დამატებით 700 ათასამდე ადამიანმა დატოვა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შეფასებით, თურქეთი მიგრანტების ახალ ტალღას ვეღარ უმკლავდება.

ორი დღის წინ თურქეთის ლიდერმა რუსეთი სირიასთან დაკავშირებით შეთანხმების შეუსრულებლობაშიც დაადანაშაულა.


close დახურვა