logo
ENG



ერდოღანი იმუქრება, რომ სირიელ ლტოლვილებს ევროპისკენ გზას გაუხსნის

27 ოქტ 201911:29
3 წუთის საკითხავი
 
y9itskl29wz2kt8.jpg

თურქეთის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ იმუქრება, რომ სირიელ ლტოლვილებს ევროპისკენ გზას გაუხსნის. რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თუკი ევროპული ქვეყნები „უსაფრთხო ზონის" შექმნას ჩრდილოეთ სირიაში მხარს არ დაუჭერენ, იმ ლტოლვილებს, რომლებიც ამჟამად თავს თურქეთს აფარებენ, მათ გადასცემს.

თურქეთის პირველი პირის თქმით, თუკი სასაზღვრო ზონას ქურთული შეიარაღებული ფორმირებები არ დატოვებენ, სამხედრო ოპერაცია განახლდება. პარალელურად, ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ქალაქებში არეულობა არ წყდება. თელ-აბიადში დანაღმული მოტოციკლის აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. 


close დახურვა