logo
ENG



ერდოღანი ქურთებს ახალი შეტევით დაემუქრა

30 ოქტ 201917:39
3 წუთის საკითხავი
 
tr4kiisc6r8ck1p.png

თურქეთის პრეზიდენტმა დღეს განცხადებები სირიის სამხედრო ოპერაციაზე გააკეთა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანი დაიმუქრა, რომ ქურთების წინააღმდეგ ახალ შეტევას დაიწყებს, თუ ისინი საზღვრიდან 30 კილომეტრით უკან არ დაიხევენ.

თურქეთის ლიდერის მტკიცებით, უსაფრთხო ზონიდან მებრძოლების გაყვანის პროცესი, მოსკოვთან დადებული შეთანხმების პირობების შესაბამისად, არ მიმდინარეობს. რუსეთის თავდაცვის მინისტრი კი იუწყება, რომ ქურთებმა სასაზღვრო რეგიონები ვადის ამოწურვამდე დატოვეს. განცხადება სერგეი შოიგუმ ერევანში ვიზიტის დროს გააკეთა.


close დახურვა