logo
ENG



ერდოღანის თქმით, NATO-ში წევრობაზე შვედეთს თურქეთის მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს

24 იან 202309:24
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/24/0jn4wqcmwp67y01.jpg

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, შვედეთი არ უნდა ელოდოს, რომ თურქეთი NATO-ში მის შესვლას მხარს დაუჭერს. ერდოღანმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სტოკჰოლმში მემარჯვენე პოლიტიკოსმა თურქეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა და ყურანი დაწვა.

"შვედეთი არ უნდა მოელოდეს ჩვენგან ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას", - თქვა ერდოღანმა.

"აშკარაა, მათ, ვინც ჩვენი საელჩოს წინ ასეთი სირცხვილი მოაწყო, აღარ უნდა ჰქონდეთ ჩვენი კეთილგანწყობის იმედი".

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთეს. თურქეთმა, როგორც ალიანსის წევრმა სახელმწიფომ, შესაძლოა დაბლოკოს მათი გაწევრიანება - ამ დრომდე თურქეთს შესაბამისი დოკუმენტებიც არ აქვს რატიფიცირებული.

ანკარა სტოკჰოლმისგან 70-ზე მეტი პირის გადაცემას მოითხოვს, ძირითადად საუბარია ქურთებზე, რომელთაც თურქეთი ტერორისტებად მოიხსენიებს.

თურქეთის საელჩოს წინ საპროტესტო აქცია 21 იანვარს ანტიისლამური პარტიის Stram Kurs-ის ლიდერმა, რასმუს პალუდანმა მოაწყო. შვედეთის პოლიციამ საელჩოსთან აქცია დაუშვა, მაგრამ ყურანის დაწვა. ის მოგვიანებით, საელჩოსთან ახლოს დაწვეს. აღნიშნული ჟესტი გააკრიტიკეს შვედეთის მთავრობაშიც.

"შვედეთში სიტყვის ფართო თავისუფლებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შვედეთის მთავრობა ან პირადად მე მხარს ვუჭერთ მსგავს მოსაზრებებს", - თქვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ერდოღანის განცხადების შეფასებისას, ტობიას ბილსტრომმა თქვა, რომ სურს ზუსტად გაიგოს, რა თქვა თურქეთის ლიდერმა, სანამ კითხვებს უპასუხებს.

"შვედეთი პატივს სცემს შეთანხმებას, რომელიც არსებობს შვედეთს, ფინეთსა და თურქეთს შორის NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით", - თქვა მინისტრმა.

თურქეთის მთავრობაში ამბობენ, რომ აქციის დაგმობა საკმარისი არაა და მსგავსი აქციების გამართვის უფლება საერთოდ არ უნდა მისცენ.

"არავის აქვს უფლება წმინდანები დაამციროს. როდესაც რაღაცავს ვამბობთ, ამას გულწრფელად ვამბობთ, მაგრამ როდესაც შეურაცგვყოფს, მათ ადგილზე ვსვამთ", - თქვა ერდოღანმა.


close დახურვა