logo
ENG



ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქებისას დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა

15 აგვ 202209:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/15/g1zzmqo2453gdpg.jpg

ერევანში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქებს შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა, დაშავებულია 61 ადამიანი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტრაგედიის ადგილზე დღეს ქვეყნის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და დედაქალაქის მერი მივიდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აფეთქების შედეგად დაკარგულია 20-ზე მეტი ადამიანი. ისინი, სავარაუდოდ, ნანგრევებში არიან მოყოლილები.

ერევანში, სავაჭრო ცენტრში Surmalu აფეთქება გუშინ, 14 აგვისტოს დღის პირველ ნახევარში მოხდა.


close დახურვა