logo
ENG



ერთ-ერთი გამოსავლია სპეციალური დანაყოფების შექმნა - მესამე სექტორი ლუკა სირაძის საქმეზე

19 დეკ 201920:41
3 წუთის საკითხავი
 

უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრაზე დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ის არასამთავრობო ორგანიზაციები იმყოფებოდნენ, რომლებიც ბავშვთა თემატიკაზე მუშაობენ. მათი თქმით, ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით არაერთი პრობლემაა და საჭიროა მისი დახვეწა-განვითარება

"ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ სახელმწფო უწყებების მხრიდან გადაიდგმევა კონკრეტული ნაბიჯები, რადგან დღეს ბავშვზე ზრუნვის სისტემა გამოწვევით ფუნქციონირებს", - აღნიშნავს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანზიაციის წარმომადგენელი. 

მესამე სექტორმა დღეს იმ ალტერნატიულ გზებზეც ისაუბრა, რაც სისტემას უფრო გამართულს გახდის. 

"ერთ-ერთი გამოსავალია სპეციალური დანაყოფების შემქნა, სადაც ბავშვთან კომუნიკაცია მათ გარდა არცერთ გამომძიებელს არ ექნება. დაკითხვისთვის საჭიროა ადაპტირებული გარემოც შესაბამისი ინფრასტრუქტურით. ასევე პრევენციაა მნიშვნელოვანი და ა.შ",-აღნიშნა არასამთავრობო სექტორის წევრმა. 


close დახურვა