logo
ENG



ერთ-ერთი პოლიციელი ამტკიცებს, რომ მჟავანაძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია

20 მაი 202212:52
3 წუთის საკითხავი
 

ერთ-ერთი პოლიციელი ანზორ გულუა, რომელიც გიორგი მჟავანაძის თქმით, მასზე ძალადობდა, ამტკიცებს, რომ მას აქტივისტისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

ფორმულასთან საუბარში გულუა ირწმუნება, რომ მჟავანაძის დაკავების მიზეზი პოლიციელის მისამართით წამოსული "შეურაცხმყოფელი სიტყვებია".

"შეურაცხმყოფელი სიტყვები წამოვიდა მისი მხრიდან ჩემი მისამართით. თურმე, რატომ შევეკითხე, რატომ მობრძანდი აქ და ვის ელოდები თქო. ელემენტარული, მეტი არაფერი. თვითონ თუ ნერვიული რაღაც აწუხებს, ეგ არ ვიცი. მე მისთვის აბსოლუტურად არაფერი არ მიკადრებია", - თქვა გულუამ.

პოლიციელის თქმით, მან არ იცის, არის თუ არა ადგილზე კამერები. 

კითხვაზე, დაიბარეს თუ არა ის საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე, გულუა ასე პასუხობს: "არ ვიცი, ახლა მოვედი სამსახურში. მეტყვიან ალბათ, არ [დამკავშირებიან]".

17 მაისს, სირცხვილიას აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მჟავანაძე პოლიციამ დააკავა.

როგორც გიორგი მჟავანაძე ყვება, პოლიციის განყოფილებაში მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 


close დახურვა