logo
ENG



ერთ-ერთი სავალუტო ჯიხურის ინფიცირებული თანამშრომელი თბილისიდან თერჯოლაში 26 მარტს ჩავიდა

31 მარ 202014:21
3 წუთის საკითხავი
 

თერჯოლა სავარაუდოდ, საკარანტინე ზონად გამოცხადდება. მიზეზი კორონავირუსით დაინფიცირებული პირია, რომელიც თბილისიდან 26 მარტს დაბრუნდა სახლში. 

დაინფიცირებული ახლა საჩხერის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული. ის თბილისში, ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურში მუშაობდა. სავარაუდოდ, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შეზღუდვის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დროებით ჩერდება ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა. 

დაინფიცირებული თავად მკურნალობდა სახლში. გარდა ამისა, ერთ-ერთი მეზობელი ინფიცირებულს ინექციებსაც უკეთებდა. 

როგორც „ფორმულასთან“ ერთ-ერთი ადგილობრივი აცხადებს, ინფიცირებული თბილისიდან სახლში სიცხიანი მივიდა.

„ვიცი, რომ თბილისიდან ჩამოსულს სიცხე ჰქონდა. ჩამოსული სახლიდან აღარ გამოსულა. სახლში მამა და ბებია ჰყავს ლოგინში ჩავარდნილი. 26-ში ჩამოვიდა თბილისიდან. თბილისიდან რომ ჩამოვიდა, ექიმთან ჰყავდათ მიყვანილი, მეტი არ ვიცი“, - განაცხადა ადგილობრივმა.

ამ წუთებში, მიმდინარეობს მამაკაცის კონტაქტების დადგენა.


close დახურვა