logo
ENG



ერთ აგური დავდე სიმართლისთვის, აქციამ თავისი გასაკეთებელი გააკეთა - ბაჩალიაშვილის დედა

04 აგვ 202012:26
3 წუთის საკითხავი
 
vapctm9xanb5iwq.jpg

თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა აშშ-ს საელჩოს დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ ამით "სიმართლის დასადგენად ერთი აგური დადო". ჟურნალისტებთან საუბრისას მანვე თქვა, რომ საელჩოს წარმომადგენელს გაესაუბრა, რომელიც ინფორმაციის ელჩისთვის გადაცემას დაჰპირდა.

"ძალიან დიდი მიღწევა იყო ჩემთვის, მე ამასაც არ ველოდი, რომ ვინმე წარმომადგენელი შემხვდებოდა. მე ავუხსენი ყველა დეტალი, რა ხდება, როგორ ხდება და ვინ არის ჩარეული. სამართლებრივად მათ თქვეს, რომ სახელმწიფომ უნდა მოითხოვოს მათი ჩართულობა.

მე გავაჟღერე, რომ თუ პროკურატურა უარს იტყვის, FBI-ს ჩართულობაზე, როგორც დედა, უფლებას ვიტოვებ, რომ აქ მოვიდე და შიმშილობა დავიწყო. 

მე მგონია, რომ ერთი აგური დავდე სიმართლის დასადგენად. რადგან შევხვდი მას, მე ვფიქრობ, აქციამ გააკეთა თავისი გასაკეთებელი", - თქვა თეონა თამაზაშვილმა.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა აშშ-ის საელჩოსთან დღეს აქცია გამართა. ისინი ელჩთან შეხვედრას და გამოძიებაში FBI-ის ჩართვას ითხოვდნენ.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

 


close დახურვა