logo
ENG



ერთად ერთის წინააღმდეგ - სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია აქციისთვის ემზადებიან

16 ნოე 201919:43
3 წუთის საკითხავი
 
afvh2i7a9s5rp2o.jpg

ერთად ერთის წინააღმდეგ - ამ ლოზუნგით საქართველოში რეგისტრირებული თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია ხვალ მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადება.

გაერთიანებულ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ დათმობებზე წასვლა მოუწევთ, ვინაიდან საზოგადოება პროტესტმა გააერთიანა. პარლამენტის შენობის წინ კი უკვე მესამე დღეა, გზა არის გადაკეტილი და უწყვეტი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

პარლამენტის შენობის წინ მყოფი მოქალაქეები იმედოვნებენ, რომ ხვალინდელ აქციაზე ხალხის პროტესტის ხმას „ქართული ოცნება" გაიგებს და წინა ხელისუფლებების შეცდომებს არ გაიმეორებს. 

ერთად ერთის წინააღმდეგ - ამ ლოზუნგით რუსთაველის გამზირზე უკვე მესამე დღეა სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც ისინი ამბობენ, არ აპირებენ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ დაუთმონ 20 ივნისის მთავარი მონაპოვარი - არჩევნების პროპორციული გზით ჩატარება. აქციის გამართვას აპირებს „პატრიოტთა ალიანსი“ „ქართულ მარშთან“ ერთად, თუმცა ისინი სხვა ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო აქტივისტებს არ შეუერთდებიან.

 


close დახურვა