logo
ENG



ერთად ერთის წინააღმდეგ - ქვეყანაში არსებული ვითარება ბათუმში გააპროტესტეს

22 დეკ 201919:33
3 წუთის საკითხავი
 
ojz77nwgsxjiore.jpg

"ერთად ერთის წინააღმდეგ" - ამ ლოზუნგით გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები და ადგილობრივები ბათუმში 2 ადგილზე შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა ვარდების ბაღის მიმართულებით მსვლელობა პორტის ტერიტორიიდან და 6 მაისის პარკიდან დაიწყეს.

ბათუმელების მთავარი მოთხოვნა არჩევნების პროპორციული გზით ჩატარებაა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან ერთად, ადგილობრივები რთულ ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაზეც საუბრობდნენ. მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბათუმელები აქციის გამართვას მომავალშიც გეგმავენ. 

დღევანდელ აქციას ბათუმში სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. არასრულწლოვნებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა გარდაცვლილი 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ. მოსწავლეები ამბობენ, რომ თავს დაცულად არ გრძნობენ და მოსახლეობას, პოლიტიკოსების გარდა, მათი მხარდაჭერისკენაც მოუწოდებენ.  

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის პროტესტი „ქართული ოცნების“ მიერ 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების კანონპროექტის ჩაგდებამ გამოიწვია.

 

 


close დახურვა