logo
ENG



ერთი ადამიანის არჩევაც კი ჩინჩალაძის ე.წ. კლანის გამარჯვებას ნიშნავს-ჯანეზაშვილი

11 ნოე 201908:36
3 წუთის საკითხავი
 
cvt95tcdyfrfn3t.png

10 ძირითადი მიზეზი რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თუნდაც ერთ კანდიდატს - ნაზი ჯანეზაშვილი დღეს პარლამენტს მოსამართლეობის კანდიდატების თაობაზე მომზადებულ განსხვავებულ აზრს წარუდგენს. დღესვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესახებ ისაუბრებს სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარია მათი არჩევის წესთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოგეხსენებათ, რომ მთელი დარღვევები იყო. იმ თვალსაზრისით, რომ მაგალითად იყო ინტერესთა კონფლიქტი, გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული კითხვები, როდესაც ჩატარდა პირველი კენჭისყრა და სხვადასხვა, მაგრამ აქ არის ერთი რამ, რომ 20 ადამიანიდან ერთი ადამიანი მაინც რომ აირჩიოს პარლამენტმა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩინჩალაძის ე.წ.-მა კლანმა გაიმარჯვა“,- განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა.

 


close დახურვა