ზუსტად ერთი წელი გავიდა ლექსო ლაშქარავას დაღუპვიდან. 5 ივლისს სასიკვდილოდ გამეტებული და სასტიკად ნაცემი ოპერატორი 11 ივლისს გარდაიცვალა. საკუთარ ბოლო ინტერვიუში ჩვენი კოლეგა ჰყვებოდა, როგორ დაუნდობლად გაუსწორდნენ მოძალადეები. ერთი წლის შემდეგაც დანაშაულის ორგანიზატორი პუტინისტები დაუსჯელები არიან, პარტიაც შექმნეს და შავი ფულითაც უპრობლემოდ ფინანსდებიან.