ქვეყანაში დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება, რომელიც 5 აგვისტოს დასრულდება. კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამოცდები შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით ჩაივლის. აბიტურიენტისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იმ შემთხვევაში იქნება, თუ საგამოცდო სივრცეში ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს და კონდინცირებას ჩართავენ. აბიტურიენტთა რეგისტრაციისთვის წინასწარ ადგილები მოინიშნება. რეგისტრატორებს დამცავი ფარი ეკეთებათ ან სამუშაო მაგიდაზე დამცავი, გამჭვირვალე ბარიერი გაკეთდება. ყველა საგამოცდო ცენტრში განთავსდება დეზობარიერი და ხელის დასამუშავებელი ხსნარები, ასევე, ჩატარდება თერმოსკრინინგი. გამოსაცდელებმა აუცილებელი ნივთებისა და კალმის გარდა საგამოცდო ცენტრში სხვა არაფერი უნდა იქონიონ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო - აბიტურიენტებს რეკომენდაციების დაცვა ევალებათ
06 ივლ 202009:08
3 წუთის საკითხავი