logo
ENG



ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა

01 მაი 202013:24
3 წუთის საკითხავი
 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა, ასევე მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულდა.

გთავაზობთ დარეგისტრირებულთა რაოდენობას:

 აბიტურიენტები - 39 300-ზე მეტი;

 სტუდენტები - 3 600-ზე მეტი;

 მაგისტრობის კანდიდატები - 12 600-ზე მეტი;

 მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები - 19 600-ზე მეტი.

გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადების ცვლილება არ განიხილება. ამაზე განცხადება გუშინ ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა. ჩვეულებრივ, გამოცდები ივლისში ტარდება და მისი ჩატარების ზუსტი თარიღები ივნისში განისაზღვრება.

ამავე თემაზე: ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ერთიან ეროვნული გამოცდების ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებს აკეთებს და ამბობს, რომ გამოცდების ამ საკითხზე გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება, ცნობილი, როდესაც გამოცდების პერიოდი მოახლოვდება და იმ დროისთვის ვირუსის გავრცელების მხრივ არსებული მდგომარეობა შეფასდება.

 


close დახურვა