logo
ENG



ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 1-ლი მარტიდან დაიწყება

26 თებ 202115:32
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/26/cimt9b7u6p1fmyj.jpg

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 1-ლი მარტიდან დაიწყება და 31 მარტს დასრულდება. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

მათივე ცნობით, რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge. გამოცდებში მონაწილეობის მსურველმა უნდა აირჩიოს შესაბამისი გრაფა და მიჰყვეს ინსტრუქციას. 

"ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია პირველი მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში. 


close დახურვა