logo
ENG



ერთიანობა-ენმ ტექნიკურ მთავრობაზე: პრეზიდენტის პრეროგატივაა, ქართული ქარტიის ერთგული ვართ

13 ოქტ 202411:41
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/13/3z6ggnni0ly656n.jpg

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ის ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე წარადგენს და აღნიშნავს, რომ კოალიცია ქართული ქარტიის ერთგულია.

"ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის სახელით, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი პარტია, როგორც ერთ-ერთი ხელმომწერი ქართული ქარტიისა, რომელიც არის გზამკვლევი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების, იმ ევროპული დღის წესრიგის და რეფორმების, რომელიც კოალიციურმა ხელისუფლებამ აუცილებლად უმოკლეს დროში უნდა გაატაროს, ჩვენ ერთგული ვართ ქართული ქარტიის და სწორედ დემოკრატიულ, პროდასავლურ პარტიებთან ერთად ჩვენ არჩევნების შემდეგ შევკრავთ კოალიციურ ხელისუფლებას", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

***

12 ოქტომბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ქართული ქარტიის ფარგლებში ტექნიკური მთავრობა უნდა წარადგინოს და მისი აზრით, ეს არჩევნებამდე უნდა მოხდეს. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, პარტიებმა, რომლებმაც ქარტიას ხელი მოაწერეს, კიდევ ერთხელ უნდა დაადასტურონ თავიანთი მზაობა და თქვან ეთანხმებიან თუ არა ქარტიის ამ პუნქტს: "ეს არაპოლიტიკოსებისგან შედგენილი ტექნიკური მთავრობა უნდა წარვადგინო და მიმაჩნია, რომ უნდა იყოს წარდგენილი ადრე, არჩევნებამდე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში. ველოდები, რომ პარტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ამ ყველაფერს ეთანხმებიან, თუ არა ვინც არ ეთანხმება შეუძლიათ უკან წაიღონ ხელმოწერა".


close დახურვა