საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივმა სხდომამ 4 სახელმწიფო მინისტრს და მათ მიერ წარდგენილ სამთავრობო პროგრამებს ნდობა ერთხმად გამოუცხადა.
დღეს პარლამენტის კომიტეტების ერთპარტიულმა შემადგენლობამ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს გოჩა ლორთქიფანიძეს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრობის კანდიდატს თეა ახვლედიანსა და შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს ვახტანგ გომელაურს და მათ მიერ წარდგენილ 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამას "ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის" მოუსმინა და კენჭი უყარა.
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას, მანდატებზე უარის თქმისა და ბოიკოტის გამო არ ესწრებოდა არცერთი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია.