logo
ENG



ერთპარტიულმა პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტი I მოსმენით მიიღო

30 დეკ 202016:38
3 წუთის საკითხავი
 
ერთპარტიულმა პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტი I მოსმენით მიიღო

ერთპარტიულმა პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტი I მოსმენით მიიღო. 

კანონპროექტის ავტორი  ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარკველაძეა

მისი თქმით, ამნისტიის კანონი არ შეეხება მძიმე დანაშაულებს და ითვალისწინებს იმათ გათავისუფლებას, ვინც საზოგადოებისთვის ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს. ამნისტია ეხება 44 მუხლს, მათ შორის ნარკოდანაშაულებს, ქურდობას, ფალსიფიკაციას და სხეულის დაზიანების ზოგიერთ მუხლს. 

ამნისტია არ ეხება ოჯახში ძალადობას და ქურდულ სამყაროსთან თანამშრომლობას. 

ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ კანონპროექტი ასევე არ შეეხება პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ადამიანებს. 


close დახურვა