logo
ENG



ერთფეროვანი საკვები და მომლოდინე სიები - ლომჯარია ოზურგეთის უფასო სასადილოში იმყოფებოდა

04 აგვ 202010:06
3 წუთის საკითხავი
 
qei3gfubvuiblty.png

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ოზურგეთში მდებარე უფასო სასადილო იმყოფებოდა, სადაც საკვების დამზადებისა და შენახვის პირობები შეამოწმა, ყოველდღიურ მენიუს გაეცნო და სასადილოს ბენეფიციარებს გაესაუბრა. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

სახალხო დამცველის შეფასებით, გამოწვევას წარმოადგენს მომლოდინეთა სიები და ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საკვები ერთფეროვანია.

“აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტში მხოლოდ ერთი სასადილო ფუნქციონირებს და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ნაწილს, ამ სერვისით სარგებლობისთვის ტრანსპორტით გადაადგილება უწევს, რაც ცალკე სირთულეებთან არის დაკავშირებული.

სახალხო დამცველის შეფასებით, გამოწვევას წარმოადგენს მომლოდინეთა სიები. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საკვები ერთფეროვანია. კვირიდან კვირამდე არ იცვლება მენიუ და სასადილოს ადმინისტრაციას არც მისი შეცვლის და არც კერძების სეზონური პროდუქტებით მომზადების უფლება არ აქვს. დიდი პრობლემები შექმნა სასოფლო-სამეურნეო მოსავალზე ფასების მატებამაც“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოზურგეთში უფასო სასადილო 180 ბენეფიციარს ემსახურება. 

 


close დახურვა