დაჯარიმებული ტაქსის მძღოლებისთვის ჯარიმების გაუქმების საკითხზე პარლამენტში იმსჯელებენ. საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან ის მძღოლები, რომლებმაც ახალი ნებართვის აღება ვერ მოასწრეს და სწორედ ამ მიზეზის გამო 2019 წლის პირველ ოქტომბერს დაჯარიმდნენ. საკითხს გამოეხმაურა თბილისის მერი. კახა კალაძის თქმით, გამოწერილი ჯარიმების ჩამოწერა მხოლოდ ერთჯერადი აქტია.
„ერთჯერადი აქტი მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და აქ პრობლემას ვერაფერს ვერ ვხედავ,“-განაცხადა თბილისის მერმა.