logo
ENG



ერმაკი: 2024 წელი რუსეთის წინააღმდეგ ომში გადამწყვეტი იქნება

14 ნოე 202315:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/14/k6qgxgbzag0gmd6.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, 2024 წელი რუსეთის წინააღმდეგ ომში გადამწყვეტი იქნება.

"ომში გარდამტეხი მომენტი ახლოვდება. მომავალი წელი გადამწყვეტი იქნება.

კიევის კონტრშეტევა გრძელდება. შეიარაღებული ძალები დნეპრის მარცხენა სანაპიროზე წინ მიიწევენ. პრეზიდენტმა ზელენსკიმ იცის, როგორ მიაღწიოს გამარჯვებას", - აღნიშნა მან.

ერმაკი შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვდა აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მრჩევლებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ამასთან, ერმაკი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსაც შეხვდა.


close დახურვა