logo
ENG



ერმაკი: მელიტოპოლის მერი თავისუფალია

16 მარ 202221:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/16/w7u1ut1rtgrkcez.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, მელიტოპოლის მერი, ივან ფიოდოროვი, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა დაატყვევეს, თავისუფალია. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ფიოდოროვის გათავისუფლებისთვის სპეცოპერაცია ჩაატარეს. 

11 მარტს უკრაინის პრეზიდენტის ადმინიტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მელიტოპოლის მერი რუსებმა გაიტაცეს. 12 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მელიტოპოლის გატაცებული მერი ცოცხალია, თუმცა რუსი ოკუპანტები მას აწამებენ. 

გარდა ამისა, დნეპროპრუდნის მერიც გატაცებულია ოკუპანტების მიერ, თუმცა მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.


close დახურვა