უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც ქუჩაში 1 ადამიანი დაიღუპა.
"რუსებმა ხერსონის რეგიონი დაბომბეს. არტილერიით ქალაქ ხერსონს ესროლეს, [რაკეტა] კერძო სახლს მოხვდა. ქუჩაში 1 ადამიანი დაიღუპა. დაბომბეს სოფელი კოზაცკეც, იქაც [რაკეტა] კერძო სახლს მოხვდა, 1 ადამიანი დაშავდა", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 173 990 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.