logo
ENG



ერმაკი: რუსეთი, სარაკეტო დარტყმებით, დასავლეთის მხრიდან უკრაინის დახმარებას ვერ შეაჩერებს

04 მაი 202201:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/04/6onb9dsz0k3pmuz.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ რუსეთი სარაკეტო დარტყმებით ცდილობს, შეაჩეროს დასავლელი პარტნიორების მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარება.

ამავდროულად, ერმაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროებისთვის ახალი იარაღის მიწოდება კვლავ გრძელდება.

"რუსეთს ძალიან სურს სარაკეტო დარტყმებით შეაჩეროს დასავლეთის დახმარება, ჩვენი ახალი და ძლიერი იარაღი, მაგრამ ვერ შეაჩერებს. ყველაფერი იქნება", - აღნიშნა ერმაკმა.

უკრაინის რამდენიმე რეგიონი რუსების სარაკეტო დარტყმის სამიზნე გახდა. 

აფეთქებები იყო ლვივში, სადაც სამი ელექტრო-ქვესადგური დაზიანდა. 

ქვეყნის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთში, სუმის რეგიონში განხორციელდა თავდასხმა რაკეტებითა და ნაღმტყორცნებით. 


close დახურვა