logo
ENG



ერმაკი: რუსი ოკუპანტების გეგმები ბახმუტის აღებასთან დაკავშირებით იშლება

19 მარ 202312:59
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/19/92ssp9n1pbzr6z3.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსი ოკუპანტების გეგმები დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის აღებასთან დაკავშირებით იშლება.

"თავდაცვის ძალები აგრძელებენ მტრის შეკავებას აღმოსავლეთში, მათი გეგმები ბახმუტის ოკუპაციასთან დაკავშირებით ახლა იშლება. წინ - უკრაინა", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსული არმია აგრძელებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკას, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებებზე. გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ბახმუტი კვლავ საომარი მოქმედებების ეპიცენტრად რჩება.

18 მარტის საღამოს მდგომარეობით, ბახმუტის მიმართულებით 190-ზე მეტი რუსი ოკუპანტია ლიკვიდირებული. ომის დაწყებიდან დღემდე კი რუსეთმა უკრაინაში 164 910 ჯარისკაცი დაკარგა.


close დახურვა