logo
ENG



ერმაკი: სააკაშვილი უკრაინის მოქალაქედ რჩება, პრეზიდენტისთვის ეს ცარიელი ფრაზა არაა

21 დეკ 202120:03
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/21/l9k4c7j45jpofps.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ყველაფერს აკეთებენ, რომ ის ქვეყანაში დაბრუნდეს. ერმაკმა სააკაშვილს დაბადების დღე მიულოცა.

"დღეს მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა, რომელსაც მე წლებია ვიცნობ. მიხო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, ამიტომაც მსურს ვუსურვო მას დღეისთვის მთავარი: მტკიცე ჯანმრთელობა, მოთმინება და სულის სიმტკიცე მომავალშიც იყოს მასთან.

მიუხედავად ამისა, მიხეილი რჩება უკრაინის მოქალაქედ. პრეზიდენტისთვისა და მისი გუნდისთვის ეს ცარიელი ფრაზა არაა. მათგან განსხვავებით, ვინც მიჩვეულია, რომ ნებისმიერი თემა საკუთარ პიარამდე დაიყვანოს, ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რათა უკრაინაში მის დაბრუნებას მივაღწიოთ", - წერს ერმაკი.


close დახურვა