logo
ENG



ერმაკი: სირსკის დანიშვნის შემდეგ, უკრაინა მხოლოდ გააძლიერებს პოზიციებს ფრონტზე

09 თებ 202421:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/09/473mjzk2816583x.jpg

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად ოლექსანდრ სირსკის დანიშვნის შემდეგ, უკრაინა მხოლოდ გააძლიერებს პოზიციებს ფრონტზე.

"უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად ოლექსანდრ სირსკის დანიშვნის შემდეგ, უკრაინა მხოლოდ გააძლიერებს პოზიციებს ფრონტზე, თუმცა ახლა სიტუაცია მართლაც რთულია.

უკრაინელმა ხალხმა აჩვენა, რომ შესაძლებელია არამხოლოდ რუსეთის არმიის შეჩერება, არამედ მათი დამარცხება და მიწების გათავისუფლება. ორი წლის წინ ამის ძალიან ცოტას სჯეროდა. ამ ორი წლის განმავლობაში, [მოსახლეობის] დიდმა ნაწილმა აჩვენა, რომ ჩვენ არამხოლოდ ვსაუბრობთ, არამედ ვმოქმედებთ. ჩვენ ყოველდღე ვაჩვენებთ მსოფლიოს, რომ არამხოლოდ შეგვიძლია თავი დავიცვათ, არამედ შეგვიძლია გავიმარჯვოთ", - თქვა ერმაკმა.

გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდლად გენერალ-პოლკოვნიკი ოლექსანდრ სირსკი დანიშნა.

მანამდე, უკრაინულ და საერთაშორისო მედიაში წერდნენ, რომ ვალერი ზალუჟნის შეცვლა იგეგმებოდა. თებერვლის დასაწყისში კი წერდნენ, რომ ზალუჟნის შეცვლის გეგმის შესახებ უკრაინის ხელისუფლებამ თეთრ სახლს შეატყობინა. 


close დახურვა