logo
ENG



ერმაკი: უკრაინა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ჯერჯერობით არ გეგმავს

10 ნოე 202316:03
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/10/sg0lup62rfxy4df.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, უკრაინა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ჯერჯერობით არ გეგმავს.

"უკრაინა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ჯერჯერობით არ გეგმავს, რადგან ამას მთელი რიგი პრობლემები აფერხებს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ომთან", - ამბობს ერმაკი.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დასავლელი პარტნიორები უკრაინაზე ზეწოლას ახდენენ და ომის დროს არჩევნების ჩატარებას აიძულებენ.

7 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახლა ქვეყანაში არჩევნების დრო არაა.

უკრაინის პრეზიდენტის უფლებამოსილება მომავალ წელს იწურება, არჩევნების ჩატარება კი მარტში იგეგმებოდა. აგვისტოს ბოლო ზელენსკიმ განაცხადა, რომ კვლავ იყრიდა კენჭს, თუ არჩევნები მომდევნო წელს ომის პირობებში გაიმართებოდა. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ის მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა საომარი მდგომარეობის გამო არ გააუქმეს.


close დახურვა