logo
ENG



ერმაკი: უკრაინამ 100 სამხედრო ტყვეობიდან დაიბრუნა, მათგან 63 აზოვსტალელი

16 თებ 202323:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/16/ei0paqp8n9f30ex.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის ცნობით, 16 თებერვალს უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების მორიგი გაცვლის შედეგად სახლში 100 უკრაინელი სამხედრო და 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაბრუნდა.

ერმაკის ცნობით, მათ შორის 63 აზოვსტალის მცველია.

"ვაგრძელებთ უკრაინელების ტყვეობიდან დაბრუნებას. დღეს ჩვენი 100 სამხედრო და 1 სამოქალაქო სახლში მიდის. გათავისუფლებულ სამხედროებს შორის არიან ეროვნული მცველები, საზღვრის მცველები და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები. მათგან 94 მარიუპოლის მცველია, მათ შორის 63 აზოვსტალიდან. ახლობლები მათ დიდი ხანი ელოდნენ.

ბევრმა გმირმა სხვადასხვა ხარისხის სიმძიმის ჭრილობები მიიღო" - განაცხადა ერმაკმა.

 

close დახურვა