logo
ENG



ერმაკი: უკრაინამ მოკავშირეებისგან მძიმე ტექნიკის მიღება დაიწყო

13 იან 202322:12
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/13/0scgxn6in21hgd5.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, უკრაინამ მოკავშირეებისგან მძიმე ტექნიკის მიღება დაიწყო.

"ჩვენი თანამშრომლობა ჩვენს მოკავშირეებთან გრძელდება და მხოლოდ ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ დავიწყეთ მძიმე ტექნიკის მიღება", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

უკრაინაში რამდენიმე დღის წინ პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა ჩავიდა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს Leopard-ის ტანკების გადაცემას დაჰპირდა, თუმცა ამ ტანკების მიწოდება გერმანიის ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს.

მედიის ცნობით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა ახლა განიხილავს უკრაინის არმიისთვის Challenger 2 საბრძოლო ტანკების გადაცემას. მედიის ინფორმაციით, საუბარია უკრაინისთვის 12 საბრძოლო ტანკის გადაცემაზე.


close დახურვა