უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსული ტყვეობიდან კიდევ 12 უკრაინელი გაათავისუფლეს.
"ტყვეთა მორიგი გაცვლა. ჩვენ მოვახერხეთ 12 ადამიანის დაბრუნება. მათ შორის საზღვაო ძალების 4 მებრძოლი, 2 ეროვნული გვარდიის მებრძოლი, მესაზღვრე, ჯარისკაცი და ასევე 3 მშვიდობიანი მოქალაქე. სამხედროებს შორის, ორი ოფიცერი, ასევე შვიდი რიგითი და სერჟანტი.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 98 უკრაინელის დაბრუნება მოვახერხეთ. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი ხალხის გათავისუფლებაზე. ჩვენ არ ვჩერდებით", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.
უკრაინის ცნობით, 24 ნოემბერს კიდევ 50 უკრაინელი ჯარისკაცი დაბრუნდა რუსული ტყვეობიდან. 23 ნოემბერს კი უკრაინაში 35 უკრაინელი ჯარისკაცი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაბრუნდა.