logo
ENG



ერმაკის თქმით, ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ 60 სამხედრო დაიბრუნა

06 დეკ 202216:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/06/hfb0g995lu9w755.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, ტყვეთა მორიგი გაცვლის შედეგად უკრაინამ 60 სამხედრო დაიბრუნა.

"კიდევ ერთი წარმატებული ტყვეთა გაცვლა მოხდა. შეიარაღებული ძალების დღეს, დავიბრუნეთ ეროვნული გვარდიის 60 ჯარისკაცი - 58 კაცი და 2 ქალი, ასევე 15 ოფიცერი და 45 რიგითი სერჟანტი - სახლში ბრუნდებიან.

ეს არის საუკეთესო სიახლე დღესასწაულის დღეს, რადგან გმირები ცოცხლები უნდა იყვნენ. ჩვენი შეიარაღებული ძალები ამისთვის იბრძვიან, მათ შორის - ბრძოლა სიცოცხლისთვის გრძელდება", - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

ერმაკმა განაცხადა, რომ 26 ნოემბერს, რუსული ტყვეობიდან კიდევ 12 უკრაინელი გაათავისუფლეს. მათ შორის არამხოლოდ უკრაინელი სამხედროები, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეები.


close დახურვა