logo
ENG



ერმაკის თქმით, უკრაინას უფრო თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება

31 ოქტ 202216:19
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/31/lt5tdqr4fidalhm.png

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, უკრაინისთვის საჭიროა უფრო თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები.

"რუსები ყოველდღიურად ხარჯავენ ზოგიერთი რეგიონის წლიურ ბიუჯეტს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასაბომბად.

ჩვენი საჰაერო თავდაცვა ეფექტურად მუშაობს, მაგრამ რუსული საჰაერო სამიზნეების 100%-ით ჩამოსაგდებად, ჩვენ გვჭირდება უფრო თანამედროვე სისტემები, მეტი ბატარეა, მეტი თვითმფრინავი," - თქვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

დღეს დილით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 50-ზე მეტი რუსული რაკეტიდან უკრაინელმა დამცველებმა 44 ჩამოაგდეს. ამასთან, საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბეს.

უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, რუსული მასიური სარაკეტო თავდასხმების შედეგად დღეს 13 ადამიანი დაშავდა.


close დახურვა