logo
ENG



ეროვნულ ბანკთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

20 სექ 202317:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/20/83kuybvl81xl3ow.jpg
ვახო ქარელი/ფორმულა

საქართველოს ეროვნულ ბანკთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - აქცია დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ მას შემდეგ დააანონსა, რაც ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ სებ-მა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა.

მელიამ განაცხადა, რომ ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში გადის კანონის ფარგლებს მიღმა და სულ უფრო სცილდება ცივილიზებულ სამყაროს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით ღიად გაცხადდა, რომ ხელისუფლება არ აღიარებს სანქციებს, "მეტიც, ოლიგარქი ცვლის კანონებსა და სამართლებრივ აქტებს, რომ ყაჩაღი, რეკეტიორი და ფსბ-ს აგენტი დაიცვას".

19 სექტემბერს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა

ამ ცვლილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელმაც არაკონსტიტუციური უწოდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვაზე.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ეროვნული ბანკი სამივე ვიცეპრეზიდენტმა დატოვა. ამასთან, საკითხს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი - მან თქვა, რომ სებ-ის საბჭოს წევრად ნათია თურნავას წარდგენას ნანობს და ბოდიშს იხდის. ზურაბიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან თურნავა უნდა გადადგეს.


close დახურვა