ლარის რეკორდული გაუფასურების გამო საქართველოს ეროვნული ბანკი ხვალ, 25 მარტს 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის აუქციონზე.
როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს ფინანსური სექტორი მომზადებული შეხვდა კორონავირუსის პანდემიას.
„ეკონომიკურ გამოწვევებს საქართველოს ფინანსური სისტემა მომზადებული შეხვდა. საბანკო სექტორი ჯანსაღი და მდგრადია, რაც იმის გარანტია, რომ შოკის პიკის გადავლის შემდგომ საქართველოს ეკონომიკა სწრაფად აღდგენას და ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას შეძლებს. სავალუტო ბაზრის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი 25 მარტის აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის", - ვკითხულობთ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ლარის გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებაში 3.5 ლარი შეადგინა.